Worktask-ის პროგრამასთან მუშაობის პრინციპები

Worktask – ეს არის სერვისი, რომელიც შექმნილია კონსალტინგის სფეროს გუნდის მიერ. მრავალწლიანი გამოცდილება და Worktask-ის საფუძველში შემუშავებული უნიკალური ფუნქციები, პერსონალის უფრო ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა და საერთო ჯამში ზრდის კომპანიის შემოსავლიანობას.

 
 

რის გაკეთებას შეძლებთ Worktask-თან ერთად

Worktask-ი შეიცავს ტესტების უნივერსალურ კონსტრუქტორს. მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი დავალებების შესაბამისი ტესტების ფორმირებას, თან ამას ძალიან სწრაფად გააკეთებთ. თქვენ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ფუნქიონალური მოვალეობების მქონე თანამშრომლების ცოდნა ან შეისწავლოთ სხვა კრიტერიუმები და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზოთ დავალების შესრულება და სწავლება.

 

 

ჩვენმა კვლევებმა გამოავლინა მთელი რიგი საინტერესო ფენომენები:

 
 
  • ადრე მოუხელთებელი თანამშრომლები ხვდებიან განვითარებისა და განათლების ველში.
  • თანამშრომლების განვითარების დატვირთვა პერსონალთან მუშაობის განყოფილებიდან და შიდა ინსტიტუციებიდან გადადის საშუალო რგოლის ხელმძღვანელებზე.
  • ყველაზე ორგანიზებული ადამიანებიც კი მსგავსი მიდგომისას შესამჩნევად ზრდიან შედეგიანობას და აკლდებათ სტრესული მდგომარეობა.
  • ერთი თანამშრომელი საკმარისია იმისათვის, რომ გამოაშკარავდეს სუსტი ადგილები მრავალრიცხოვან კომპანიაში. 150 კაციანი სტრუქტურის ხელმძღვანელების და თანამშრომლების შედეგიანობის კონტროლისთვის თქვენ დღეში სულ რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ.
  • სრულყოფის პროცესში ერთვებიან ხელმძღვანელები ყველა დონეზე. ამისთვის სპეციალური განათლება საჭირო არ არის, განსაკუთრებით, თუ კრიტერიუმებად დაყოფა განხორციელებულია მარტივად და მოსახერხებლად საშუალო რგოლის ხელმძღვანელებისთვის.
 
 

როგორ ვიმუშაოთ Worktask-თან

Worktask-ი შეიცავს ტესტების უნივერსალურ კონსტრუქტორს. მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი დავალებების შესაბამისი ტესტების ფორმირებას, თან ამას ძალიან სწრაფად გააკეთებთ. თქვენ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ფუნქიონალური მოვალეობების მქონე თანამშრომლების ცოდნა ან შეისწავლოთ სხვა კრიტერიუმები და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზოთ დავალების შესრულება და სწავლება.

 
 
 
 

1. ტესტების შექმნა

Worktask-ი საშუალებას იძლევა მოახდინოთ ანკეტების კონსტრუირება, რომელთა კორექტირების დროს შესაძლოა გაითვალისწინოთ ნებისმიერი ორგანიზაციის თავისებურებები ნებისმიერი სფეროდან, განიხილოთ კანდიდატების როგორც პროფესიული კომპეტენცია, ისე პიროვნული თვისებები.

გირჩევთ ცვლილებები დაიწყოთ მარტივი პარამეტრებით, როგორიც არის მაგალითად ინიციატივა ან ორგანიზებულობა, ხოლო მობილიზება მოახდინოთ იმაზე, რაც აუცილებელია - ანუ პირდაპირ ფუნქციონალურ მოვალეობებზე.

შეადგინეთ მოვალეობების მოკლე სია, რომელშიც იქნება 5-10 პუნქტი, შექმენით შეფასების კრიტერიუმები ყოველი პუნქტისთვის და თითოეული მათგანის გარშემო თანამშრომელს დაუსვით პირდაპირი შეკითხვები - როგორ აფასებენ ისინი საკუთარ მუშაობას მოცემულ ფუნქციონალურ მოვალეობაში 5 ბალიანი სისტემის მიხედვით.

 

 

2. ტესტირება

თანამშრომელი ელ-ფოსტაზე მიიღებს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მას სჭირდება ტესტირების გავლა და პირდაპირ ბმულით გადავა ფორმის შევსებაზე. შეკითხვებს დაუსვამთ ასევე ხელმძღვანელებს, ასევე შესაძლოა მოიწვიოთ 4 ექსპერტი კონკრეტული თანამშრომლის შესაფასებლად.

მოცემულ სიტუაციაში ექსპერტები შეიძლება იყვნენ თანამშრომლის კოლეგები, სხვა ხელმძღვანელები, ანუ ადამიანები, ვისთანაც სამუშაო პროცესში ის კონტაქტობს და ვისაც რეალურად შეუძლია მისი შრომისუნარიანობის შეფასება.

შეფასების დროს საჭირო არ არის იმაზე ნერვიულობა, რომ ასეთ მარტივ შეკითხვაზე გაცემული იქნება სუბიექტური პასუხი, მათ შორის დამოკიდებული, ხოლო ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლოა პირადი დამოკიდებულების მოსმენა. ეს ასე იქნება, მაგრამ რეგულარული ატესტაციისას ხელმძღვანელებიც და თანამშრომლებიც ისწავლიან გაცილებით ობიექტურ შეფასებას იმ ნორმების შესაბამისად, რომლებიც არსებობს თქვენს ორგანიზაციაში.

 

 

3. პროექტების ფორმირება

კრიტერიუმების შექმნის შემდეგ, აუცილებელია მათი ერთ ანკეტაში შეტანა, ხოლო ყველა ანკეტის ერთ პროექტში გაერთიანება, რომელიც მოიცავს არამარტო ტესტირებას, არამედ თანამშრომლის სამუშაო უნარების შემდეგომ განვითარებას.

პროექტის შექმნის დროს, თქვენ შეგიძლიათ დააწესოთ დროის შეზღუდვა: რამდენი დროა საჭირო ტესტის გასავლელად და რა ვადებში უნდა შესრულდეს ის. ერთ პროექტში შეგიძლიათ გააერთიანოთ სხვადასხვა განყოფილებების თანამშრომლები.

 

 

4. ყოველდღიური დავალებების განსაზღვრა და მათი კონტროლი

WORKTASK-ის ფუნქციონალის გამოყენებით თქვენ შეძლებთ გააგზავნოთ შეტყობინებები ელ-ფოსტით პროექტის ერთ ან რამოდენიმე მონაწილესთან. ასევე შეგიძლიათ გაწეროთ დავალებები და მიუთითოთ შეფასების რომელ კრიტერიუმს ეკუთვნის ისინი (რომელ ფუნქციონალურ კრიტერიუმებს ეკუთვნის) რა შესრულების ვადები აქვთ, ხოლო შემდეგ განახორციელოთ მათი შესრულების გაკონტროლება.

 
 

შედეგად თქვენ მიიღებთ არამარტო განსაზღვრულ ხარისხს, არამედ დაიწყებთ მუშაობას პირდაპირი ფუნქციონალური ჩარჩოების ფარგლებში. შეძლებთ სიტუაციის ცვლილების შეფასებას პროექტის ბოლომდე. დაინახავთ თავდაპირველ მონაცემებს, მათი გათვალისწინებით თანამშრომელს დაავალებთ საკითხების მოგვარებას, რომლებიც გადანაწილებულია კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით და ასევე შესაძლებელია შეფასებული იქნენ თქვენი მხრიდან. ან სულაც, ეს შეიძლება იყოს პირადი უნარების განვითარებისთვის განკუთვნილი დავალებები, რაც გავლენას ახდენს მუშაობაზე.

WORKTASK-ის ფუნქციონალი საშუალებას იძლევა დავალებები დაისვას შესრულების დროის მითითებით და მოხდეს მათი შესრულების გაკონტროლება, ასევე გაიგზავნოს შეტყობინებები ელ-ფოსტაზე ერთ ან რამოდენიმე თანამშრომელთან.

 

 

5. საფინალო ტესტირება

პერიოდის დასასრულს ტარდება შემაჯამებელი ტესტირება და თქვენ თვალნათლივ ხედავთ პროექტის შედეგებს. სისტემა გეხმარებათ გაერკვეთ ყველაზე აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხებში იმის წყალობით, რომ მასში უკვე ჩადებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია და საქმიანობის შედეგი: ატესტაცია - ყოველდღიურ ამოცანებზე და ზრდაზე მუშაობა - შემაჯამებელი ატესტაცია.

ამრიგად, თქვენ შეძლებთ შეათავსოთ ტესტირება და სამუშაო პროცესები პერსონალის სწავლებასთან. ამ შემთხვევაში ზრდის აუცილებლობა თვალნათელი ხდება თანამშრომლებისთვის, ეს კი თავის მხრივ პირდაპირ აისახება ეფექტურობის ზრდაზე.

 

მაგალითად:

გაყიდვების განყოფილების თანამშრომელს შეიძლება ჰქონდეს შეფასების შემდეგი კრიტერიუმები:

ახალი კლიენტების მოზიდვა

არსებულ კლიენტებთან მუშაობა

პროდუქტის ცოდნა და ა.შ.

შესაძლებელია შესაფასებლად გამოიტანოთ როგორც მისი კომპეტენცია, ისე სამუშაო პროცესში ჩართულობის დონე. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელია სამუშაო პროცესში ჩართოთ ისეთი დავალებები, რომლებიც შეესაბამება მოცემულ კრიტერიუმებს და შეფასება გააკეთოთ თანამშრომლის ბოლო პერიოდის მოღვაწეობის შესაბამისად.

სწავლება და კომპეტენციის გაზრდა ასევე შესაძლებელია ააგოთ გამოსაკვლევი კრიტერიუმების ჭრილში. პროექტის დასრულების პერიოდში (რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ საანგარიშო პერიოდი – თვე, კვარტალი, წელი) შესაძლოა გამოიყვანოთ თანამშრომლის საქმიანობის საშუალოსტატისტიკური შეფასება მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად.

პერიოდის დასასრულს შესაძლებელია საფინალო შეფასების გაკეთება ტესტების დახმარებით, რომლებიც ადრე გამოიყენეთ და/ან მათი ანალოგების დახმარებით.

აღნიშნული მიდგომის უპირატესობა არის ის, რომ:

თანამშრომელი ხედავს საკმაოდ კონკრეტულ დავალებებს, რომლებიც ჩართულია მიმდინარე საქმიანობაში და დაკავშირებულია პირდაპირ მოვალეობებთან, რაც ამარტივებს მის ორიენტაციას დავალებების მიმართ.

მას და მის ხელმძღვანელს შეუძლიათ მიიღონ თანამშრომლის საქმიანობისა და შესრულების ხარისხის შესახებ თვალსაჩინო შეფასება.

კომპეტენციის განვითარება ატარებს არა სპონტანურ ან პერიოდულ ხასიათს, არამედ მიმდინარეობს მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში, რაც ამაღლებს როგორც თანამშრომლის, ისე მისი ხელმძღვანელის საქმიანობაში ჩართულობის ხარისხს.


Share in VK